„საქართველოს სინფონიეტას“ საკონცერტო ტურნე ინდოეთში

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ ინდოეთში საკონცერტო ტურნეზე მიემგზავრება!
პირველი კონცერტი 11 მარტს, ჯუჰუს Prithvi Theatre-ში გაიმართება
მეორე კონცერტი 12 მარტს, მუმბაის NCPA TATA Theatre-ში ჩატარდება
პროგრამა:
ფელიქს მენდელსონი – სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის, N 10
ფელიქს მენდელსონი – საფორტეპიანო კონცერტი, ლა მინორი, MWV O 2
ფრანც შუბერტი – სიმებიანი კვარტეტი N 14, „სიკვდილი და ქალწული“ (გადამუშავებული გუსტავ მალერის მიერ)
სულხან ცინცაძე – „მინიატურები“ – (ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად)
შემსრულებლები:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“
სოლისტი – თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)
მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაგრძელება უკვე დაგეგმილია და ოქტომბერში, ინდოელი მუსიკოსები თბილისს ეწვევიან.