თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, ფრანგული ინსტიტუტის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონს ატარებს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრო მხარდაჭერით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალს სტუმრებენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები და სპეციალისტები. ამ 9 წლის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში უკვე არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა და ანსამბლმა გამართა კონცერტი, მათ შორის არიან: კრისტოფ მაიერი, კრისტინა ბუში, იორგ ჰალუბეკი, ბალაჟ მატე, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS), ანსამბლი ZEFIRO და სხვა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“, საიუბილეო სეზონი განსაკუთრებული იქნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 8 კონცერტი მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით, მასტერკლასები ძველი მუსიკის სპეციალისტებთან და მუსიკოლოგების 3 საჯარო ლექცია, ქართული და ევროპული მუსიკალური ხელოვნების შესახებ.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი, 1 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “ საქართელოს სინფონიეტა”