„საქართველოს სინფონიეტას“ პირველი რეპეტიცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან

„საქართველოს სინფონიეტას“ პირველი რეპეტიცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან: ფარიდა მამედოვასთან (სოპრანო), საბინა ასადოვასთან (მეცო სოპრანო) და დირიჟორ ეიუბ კულიევთან ერთად.
რეპეტიციაზე გვესტუმრა ბატონი გიორგი ბუაჩიძე, საქართველოს ელჩის მრჩეველი საქართველოში.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიწვევითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში – „ბაროკოს მუსიკის დღეები“.
„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი 24 აპრილს, 19:00 საათზე, აზერბაიჯანის მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის დარბაზში გაიმართება.