პაბლო როსი და „საქართველოს სინფონიეტა“

28 აპრილს ბრაზილიის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა ბრაზილიის დამოუკიდებლოს ორასი წლისთავის აღსანიშნავად რიგით მესამე კონცერტი ბრაზილიელი პიანისტის პაბლო როსისა და საქართველოს სინფონიეტას მონაწილეობით.
კონცერტს დაესწრნენ, როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის, ისე კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური ექსპერტები, ჟურნალისტები და უბრალოდ ბრაზილიის მეგობრები.
პიანისტ პაბლო როსის ვულოცავთ წარმატებულ კონცერტს!
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ დიდ მადლობას უხდის ბრაზილიის საელჩოს საქართველოში ამ კონცერტის ჩატარებისთვის და თანამშრომლობისთვის.