8 მარტს, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“, ქალაქ ქუთაისის მერიის მიწვევით წარმოდგენილი იქნება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

თანამედროვე ბალეტი-ხილვა დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით

დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე
კომპოზიტორი – დარიო მარიანელი
იდეისა და კონცეფციის ავტორი – დავით მაზიაშვილი
კოსტიუმების დიზაინერი – თამუნა ინგოროყვა
ვიზუალური ინსტალაცია – კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი

მონაწილეობენ:
ბეატრიჩე – მარიამ დარჩია
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი

დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.