ვიოლინო

მარიამ ჩოხელი

დაიბადა1982 წელს,ქ. თბილისში. 1999-2000წწ. სწავლობდა ჟენევის მუსიკალურ აკადემიაში. 2000 წელს დაამთავრა ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია  ვიოლინოს სპეციალობით (მანანა ქანთარიას კლასი). სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პედაგოგები: თ. ბულია, მ.ქანთარია, თ. ბათიაშვილი). 2007 წელს დაამთავრა მაგისტრატურა. 2007 წლიდან მუშაობს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

2008 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოს სიმფონიეტას”  წევრი.