Loading კონცერტები

« კალენდარი კონცერტები

  • This event has passed.

30-ე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“

8 ოქტომბერი @ 7:30 pm - 9:00 pm

8 ოქტომბერს, 30-ე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართება თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართველი პიანისტი ნინო კასრაძე.
შესრულდება ა.ნეპომუსენოს, ვ.ა.მოცარტისა და დ.შოსტაკოვიჩის მუსიკა.
ამ საღამოს ასევე შესრულდება დარიო მარიანელის საორკესტრო სიუიტა „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა!
ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ დაწერა მუსიკა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისათვის „ბეატრიჩე“! პროექტის იდეა და კონცეფცია დავით მაზიაშვილს ეკუთვნის.
ბალეტის მსოფლიო პრემიერა 2021 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ შესრულებით რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგა!
8 ოქტომბერს, ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“, სწორედ ამ საბალეტო მუსიკის საორკესტრო სიუიტას გთავაზობთ, რაც თავად კომპოზიტორმა სულ ცოტა ხნის წინ გამოგვიგზავნა ორკესტრს!
პროგრამა:

I

ალბერტო ნეპომუსენო – „ანტიკური სიუიტა

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი N12, ლა მაჟორი, K. 414

 

II

დარიო მარიანელი – „ბეატრიჩე“, სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის (მსოფლიო პრემიერა)

დმიტრი შოსტაკოვიჩი – სიმებიანი კვარტეტი N4, რე მაჟორი, თხზ. 83