17-18-19 მარტს ტარდება საერთაშორისო ფესიტვალი – „კონტრაბასების სამყარო საქართველოში“. ფესტივალის საპატიო სტუმარია ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ ჰანსენი (აშშ).
17 მარტის კონცერტში მონაწილეობენ კონტრაბასისტები: არტემ ჩირკოვი (ავსტრია), ალექსანდრე ფარსადანოვი (საქართველო), არმან ნაზაროვი (ყაზახეთი).
შესრულდება ჰანსენის, შუბერტისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.