Loading კონცერტები

« კალენდარი კონცერტები

  • This event has passed.

გუნდი „ჰოვერი“ და „საქართველოს სინფონიეტა“ ერევანში

დეკემბერი 4, 2022 @ 7:00 pm - 8:30 pm

4 და 9 დეკემბერს, სახელმწიფო კამერული გუნდი „ჰოვერი“ (ქორმაისტერები: სონა ჰოვანისიანი და ნარინე ვოსკანიანი) და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი) ერევანსა და თბილისში ერთობლივ კონცერტებს გამართავენ.

4 დეკემბერს, 19:00-ზე, კონცერტი ჩატარდება ერევანში, კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის დარბაზში (ისაჰაკიანის ქ. N1).

9 დეკემბერს, 19:00-ზე კი კონცერტი გაიმართება თბილისში, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე (რუსთაველის გამზ. N17)

სოლისტები:
• ამალია თოროსიანი (სოპრანო)
• ნვარდ ჰოვაკიმიანი (ალტი)
• არამო მამიკონიანი (ტენორი)
• აშოტ ღანთარჯიანი (ბანი)
• დირიჟორი – ნარინე ვოსკანიანი

შესრულდება: ვივალდის, რამოს, პერსელის, მარეს, მონტევერდის, ლასოს, გაბრიელისა და გიბონსის მუსიკა. საღამოს კი დააგვირგვინებს ანტონიო ვივალდის “Magnificat” „საქართველოს სინფონიეტასა“ და გუნდი „ჰოვერის“ ერთობლივი შესრულებით.

პროექტი, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება

დეტალები

თარიღი:
დეკემბერი 4, 2022
დრო:
7:00 pm - 8:30 pm