Loading კონცერტები

« კალენდარი კონცერტები

  • This event has passed.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება კონცერტი

ივლისი 18, 7:00 pm - 9:00 pm

18 ივლისს, მიუნხენის ხელოვნების სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება კონცერტი, რომელსაც საქართველოს საკონსულო ბავარიასა და ბადენ-ვიუტენბერგში და მისი საპატიო კონსული, ბატონი კლაუს ჰიპი უმასპინძლებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღბენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გუნდი „Georgian Soul”, ი. ჰიპის სახელობის თბილისის თოჯინების თეატრი, დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი, ლიზი ნამჩევაძე (ფორტეპიანო) და გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი).

პირველ განყოფილებაში ი. ჰიპის სახელობის თბილისის თოჯინების თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს – „პირველად იყო სიტყვა“, ხოლო მეორე განყოფილებაში კი შესრულდება ანდრია ბალანჩივაძის ქართული საფორტეპიანო კონცერტი. ქალაქ მიუნხენში გერმანულ პრემიერაზე, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კორნელია ფონ კერსენბროკის დირიჟორობით სოლისტად წარდგება გერმანიაში დაბადებული, მრავალგზის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, 11 წლის პიანისტი ლიზი ნამჩევაძე.

დეტალები

თარიღი:
ივლისი 18
დრო:
7:00 pm - 9:00 pm

ინფორმაცია

Künstlerhaus München
Lenbachpl. 8, 80333
München,, Germany
+ გუგლის რუკა
ტელეფონის ნომერი:
+49 89 5991840
ქართული