Loading კონცერტები

« კალენდარი კონცერტები

  • This event has passed.

თეა მუქერიას საჯარო ლექცია – ბაროკოს მუსიკა ევროპიდან საქართველომდე

დეკემბერი 7, 2024 @ 5:00 pm - 6:00 pm

ბაროკოს მუსიკა ევროპიდან საქართველომდე

 

ლექციას კითხულობს: თეა მუქერია (მუსიკოსი, მუსიკის ჟურნალისტი, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი)

 

აღწერა: ბაროკოს მუსიკის აღორძინება დაიწყო მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. ომის დროს დამწვარი და დანგრეული მუზეუმების აღდგენისას აღმოაჩინეს უამრავი ნაწარმოები, რომელიც 300 წლის წინ იყო დაწერილი. აღმოაჩინეს როგორც ცნობილი კომპოზიტორების უცნობი ქმნილებები, აგრეთვე არაერთი უცნობი კომპოზიტორის ღირებული მუსიკა. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლად აღმოჩენილი სახელმძღვანელოებისა და კვლევების შედეგად, ბაროკოს მუსიკის ავთენტიკურმა შესრულებამ ნელ-ნელა დაიმკვიდრა და დღესდღეობით, მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიოში. საქართველოში კი ავთენტიკური შესრულება სულ რაღაც, 2012 წლიდან იღებს დასაბამს. ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ ბაროკოს ინსტრუმენტები შეიძინა და ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ბაროკოს ორკესტრი გახდა. ორკესტრმა, 2015 წელს „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დააარსა და წელს უკვე მე-10 საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. ახალ და რთულ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა და პრობლემა გამოარეს მუსიკოსებმა, თუმცა ძალიან დიდ შედეგებსაც მიაღწიეს.

 

ლექციაზე განხილული იქნება მე-20 საუკუნის ევროპის ბაროკოს მუსიკის საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და გზა, თუ როგორ დაიმკვიდრა ავთენტიკურმა შესრულებამ საქართველოში.

 

დეტალები

თარიღი:
დეკემბერი 7, 2024
დრო:
5:00 pm - 6:00 pm
Event კატეგორია:

ინფორმაცია

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
დიმიტრი ბაქრაძის #10
თბილისი, 0108 Georgia
+ გუგლის რუკა
View ინფორმაცია Website