- This event has passed.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონცერტი
ივლისი 28, 2022
28 ივლისს, 19:00 საათზე, ქალაქ მიუნხენში საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით, მიუნხენის ხელოვნების სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება!
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გუნდი „ქართული სული“ არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით, გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი და კონცერტის ხელმძღვანელი) და დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი.
კონცერტზე, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად შესრულდება: ალბერტო ნეპომუსენოს, ალექსანდრე ლევის, იოსებ კეჭაყმაძის, კახა ცაბაძის, სულხან ცინცაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია