„საქართველოს სინფონიეტამ“ ქალაქ მიუნხენში კონცერტი გამართა

28 ივლისს, ქალაქ მიუნხენის ხელოვნების სახლის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის აღსანიშნავი მიღება და კონცერტი გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ და საპატიო კონსულმა ბავარიაში – კლაუს ჰიპმა. კონცერტის დასასრულს გაიმართა მიღება დიასპორის, კულტურული, აკადემიური, პოლიტიკური, ბიზნესისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენელთათვის.

კონცერტში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, გუნდი „ქართული სული“ არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით, გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი და კონცერტის ხელმძღვანელი) და დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი.