„მარია ბუენოს–აირესიდან“
8, 9, 10 და 11 მარტს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ წარმოგიდგენთ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს – „მარია ბუენოს–აირესიდან“.
ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ – „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი – “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“).
ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა.
ასტორ პიაცოლას „მარია ბუენოს–აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი, ერთადერთი ოპერეტაა, რომლის პრემიერა 1968 წელს ბუენოს აირესში შედგა. ოპერის ლიბრეტო ორასიო ფერერს ეკუთვნის, მარიას პირველი შემსრულებელი კი, შემდგომში პიაცოლას მეუღლე, ამელიტა ბალტარი იყო.
იგი შესრულებული იყო თვისობრივად ახალი ჟანრის, „ოპერა-ტანგოს“ სტილში, რის გამოც, თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. ესაა ისტორია ბუენოს-აირესის გარეუბანში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომისა. 17 სხვადასხვა სცენა გვიამბობს მარიას ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპებზე.
ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო მან ბორდელები, კაბარეები, ქალაქების ცენტრები, ჟამთა სვლასთან ერთად, როგორ ამოწურა საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა, როგორც ჟანრი.
8, 9, 10 და 11 მარტს, ასტორ პიაცოლას ცეცხლოვანი რიტმებით, მუსიკოსების არაჩვეულებრივი შესრულებითა და რეჟისორის ორიგინალური დადგმით, „მარია ბუენოს–აირესიდან“ კოტე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაცოცხლდება და ოპერა-ტანგოს პრემიერა შედგება.
შემსრულებლები:
„საქართველოს სინფონიეტა“
დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია)
მთხრობელი – კარლოს კლაუმანსმოლერ მორა (ესპანეთი)
მარია – მარიამ ჩუხრუკიძე / თამარ გოჩაშვილი
პაიადორი (ქუჩის მომღერალი) / ბუენოს-აირესელი მთვლემარე ბეღურა / უხუცესი ქურდი / პირველი ანალიტიკოსი / ხმა იმ კვირა დღისა – თორნიკე სახოკია
გუნდის ხელმძღვანელი – შიო აბრახამია
ბანდონეონი – მარსელო ნისინმან (არგენტინა)
სოლო ფორტეპიანო – თამარ ლიჩელი
ფორტეპიანო – თეონა მიქელაძე
გიტარა – ვაჩე ლალიაშვილი
ფლეიტა – ირაკლი ევსტაფიშვილი
დასარტყამი – გიორგი მელიქიშვილი
რეჟისორი – დავით საყვარელიძე
რეჟისორის ასისტენტი – თათა პოპიაშვილი
მხატვარი – ნინო კობიაშვილი
ქორეოგრაფი – მარიანა ფერნანდესი (არგენტინა)