სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 9 დეკემბერს, 19:00-ზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდის – „ჰოვერის“ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართება.
პროექტის ფარგლებში 4 დეკემბერს, ქალაქ ერევანში, კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის დარბაზში უკვე ჩატარდა ერთი საღამო და ახლა კი თბილისს სტუმრობენ ჩვენი სომეხი კოლეგები.
9 დეკემბერს კონცერტზე შესრულდება: ვივალდის, რამოს, პერსელის, მარეს, მონტევერდის, ლასოს, გაბრიელისა და გიბონსის მუსიკა. საღამოს კი დააგვირგვინებს ანტონიო ვივალდის “Magnificat” „საქართველოს სინფონიეტასა“ და გუნდი „ჰოვერის“ ერთობლივი შესრულებით.
სოლისტები გახლავთ: ამალია თოროსიანი (სოპრანო), ნვარდ ჰოვაკიმიანი (ალტი), არამო მამიკონიანი (ტენორი), აშოტ ღანთარჯიანი (ბანი), დირიჟორი – ნარინე ვოსკანიანი.