ალტი

ირინე ხოშტარია-ჯაიანი

ირინე ხოშტარია–ჯაიანი დაიბადა 1980 წელს, ქ. თბილისში. 1986-1998 წწ. სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში პროფ. გივი ხატიაშვილის კლასში ვიოლინოს სპეციალობით. სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასევე პროფ. გივი ხატიაშვილის ხელმძღვანელობით ალტის სპეციალობით. 2000 წელს, ს. ცინცაძის სახელობის კამერული ანსამბლების და კვარტეტების კონკურსზე მოიპოვა II ადგილი და ლაურეატის წოდება (ხელმძღვანელი – ბ. ჭიაურელი). 2004-2005 წწ. მუშაობდა სახელმწიფო კამერულ ორკესტრში (ხელმძღვანელი ლ. ისაკაძე). 2005-2008 წწ. – კავკასიის კამერულ ორკესტრში (ხელმძღვანელი უ. ბერკემერი). 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრაზე. 2009 წლიდან – ზ. ფალიაშვილის სახელობის I მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად ალტის სპეციალობით. 2008 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოსსიმფონიეტას” წევრი.