დაიბადა 1976 წელს ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაამთავრა თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებელი. ამავე წელს ჩააბარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ ხათუნა თუშმალიშვილის კლასი), რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 2000-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში. 2001-2004 წწ. – ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. 2004 წ-დან მუშაობს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2008 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოს სიმფონიეტას” წევრი.

ქართული