ნინო დავითაშვილი (ვიოლინო)


 
დაიბადა 1983 წლის 15 ნოემბერს, ქ. თბილისში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ვიოლინოს სპეციალობით, პედაგოგ მეგი ქლიბაძის კლასი. იმავე წელს სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფ. ე. არაქელოვის კლასში. 1995 წლიდან აქტიურად ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას და მონაწილეობს კონკურსებსა და ფესტივალებში. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების მონაწილე, დიპლომების, სპეციალური პრიზებისა და ლაურეატის წოდებათა მფლობელი. იყო ლიანა ისაკაძის და საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გრანტის მფლობელი. მრავალჯერ აქვს გამართული სოლო კონცერტები საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის სხვადსხვა საკონცერტო დარბაზებში. 2008 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის "საქართველოს სინფონიეტას" წევრი.