გიორგი ქერელაშვილი (სამხატვრო ხელმძღვანელი, ვიოლინო)


 
დაიბადა 1981 წლის 27 ივლისს, ქალაქ მოსკოვში. 1986-1997 წლებში სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში (ვ. ვოსკანოვას კლასი). 1997 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსარვატორიაში, სადაც დაამთავრა ბაკალავრიატი (პროფესორი ე. არაქელოვის კლასი) და მაგისტრატურა (პროფესორი ხ. თუშმალიშვილის კლასი). 2000-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში. 2004 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურაში (პროფესორი მარინა იაშვილის კლასი). რომელიც წარმატებით დაამთავრა 2007 წელს. სწავლის პერიოდში მასტერკლასებს გადიოდა ცნობილ პროფესორ-მასწავლებლებთან და მართავდა კონცერტებს მოსკოვის საუკეთესო დარბაზებში.

იგი არის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის - საქართველოს სიმფონიეტას დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.