თბილისის ბაროკო ფესტივალი

ფესტივალი
საქართველოს სინფონიეტა

თბილისის ბაროკო ფესტივალი

2012 წელს თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. 2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება. სხვადასხვა დროს ფესტივალს სტუმრობდნენ ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, ორკესტრი „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“, ანსამბლი „ZEFIRO” და სხვები.